LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1%-ზე ნაკლებია ალბათობა, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებში კორონავირუსი პროგრესირდეს მძიმე ფორმით – ალექსანდრე გოგინავა

224
6705-0505

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსმა ჯანმრთელი ადამიანის  ორგანიზმში გამოიწვიოს გართულებები – ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ფორტუნას” ეთერში გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომებით დამძიმება იშვიათია.

“1%-ზე ნაკლებია ალბათობა, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებში კორონავირუსი პროგრესირდეს მძიმე ფორმით. ასეთ შემთხვევაში იშვიათია სწრაფი დრამატული დამძიმება, თუმცა შეიძლება დამძიმდეს, მაგრამ გარკვეულწილად მანამდე ახლავს რაღაც სიმპტომატიკა: შესაძლებელია იყოს სუნთქვის გაძნელება, ძნელად დამორჩილებადი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას”,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

რა ითვლება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტად – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება 

საქართველოში კორნავირუსის შიდა, ფართომასშტაბიანი გადადება დაწყებულია. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსი უკვე 18 663 პირს დაუდასტურდა, მათგან 143 გარდაიცვალა.

კოვიდინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. დღეიდან თბილისსა და ქუთაისში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ ღამის ათ საათამდე იმუშავებენ. მეტროსადგურებში კი პატრულ ინსპექტორები იქნებიან მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მგზავრების პირბადის ტარებას ანდა სხვა საპრევენციო ზომებს გააკონტროლებენ. ახალი რეკომენდაციით მოქალაქეებმა პირბადე უკვე ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები