LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო სიმღერა ლენი კრავიცის შემოქმედებიდან (ვიდეო)

514
lnkrvtz-solo-news344

Solo-ს ორგანიზებით საქართველოში ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და არანჟირებების ავტორი, ლენი კრავიცი ჩამოდის. კონცერტი 31 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 1998-დან 2002 წლამდე ლენი კრავიცი ზედიზედ 4-ჯერ გახდა „გრემის“ გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო როკ-ვოკალისტი მამაკაცი“.

fortuna.ge გთავაზობთ ლენი კრავიცის 10 საუკეთესო ჰიტს.

Are You Gonna Go My Way

ამბობენ, რომ 1993 წელს სიმღერამ Are You Giving Go My Way ლენი კრავიცი, როგორც მუსიკოსი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ესა არის სიმღერა რეტრო სტილში, რომელიც მუდამ თანამედროვედ ისმინება.

Fly Away

ფანკ-როკ სტილში შესრულებული სიმღერა Fly Away შესულია კარავიცის 1998 წლის ალბომში „5“, რომელმაც „გრემი“ მოიგო.

Let Love Rule

სიმღერა შესულია ლენი კრავიცის 1989 წლის სადებიუტო ალბომში. სიმღერას მუსიკოსი აბსოლუტურად ყველა კონცერტზე ასრულებს.

It Ain’t Over ‘Til It’s Over

ბალადა Billboard Hot 100-ის რეიტინგში მე-2 პოზიციას იკავებს და ის კრავიცმა 1991 წელს, მსახიობ ლიზა ბონეტთან დაშორების შედმეგ დაწერა.

Stand by My Woman

სიმღერა შესულია 1991 წლის ალბომში Mama Side და კრავიცის ყველაზე რომანტიკულ ბალადად ითვლება

Dig In

კლასიკური როკ-სიმღერა 2001 წლის ალბომიდან, რომელიც ყველაზე რთულად დავიწყებად სიმღერად ითვლება.

Always on the Run

ეს გახლავთ პირველი სინგლი ალბომიდან Mama Said, რომელმაც კრავიცის, როგორ როკერის იმიჯი კიდევ უფრო გაამყარა.

I Belong to You

სიმღერა  1998 წლის ალბომიდან „5“, ყველა დროის ყველაზე მგრძნობიარე ჰიტად არის მონათლული.

Where Are We Runnin?

ეს გახლავთ პირველი სინგლი 2004 წლის ალბომიდან Crescence,  რომელიც საუკეთესოდ ითვლება მუსიკოსის  შემოქმედებაში.

The Chamber

სიმღერა შესულია 2014 წლის ალბომში Strut, რომელიც ცხადია ჩამორჩება ზემოთხსენებულ ჰიტებს, მაგრამ ბოლო დროის უძლიერეს ჰიტად ითლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები