ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული არაფორმალური შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ამასთან, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ხოლო პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, ყველა სამართალწარმოება არჩევნებამდე უნდა იყოს განხორციელებული ისე, რომ კითხვები არ გაჩნდეს.
შესაძლებელია 2020-ში უმრავლესობით მოვიდეთ, თუმცა არ არის აუცილებელი - ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილის თქმით, ისინი ითანამშრომლებენ ყველა პარტიასთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა."
შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ უმრავლესობისგან გარანტია მიიღეს, რომ ყველა პირის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდება.
“გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს. ვიცი არჩილ თალაკვაძემ რა თქვა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტპატიმრები, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები. შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მმართველ გუნსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატები განცხადებით გამოეხმაურნენ.
“ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში.
https://www.facebook.com/usingeo/posts/10158028919462954?__xts__[0]=68.ARCF_Hx3c4l_trDs3JPiYLH3YzWfvp2yDqk5tCW6gHT0sVuUa-FsF3Rk8pm7HDB33JU6bUqg07Ik4EsR_OpzbrrCzprth39O2qhVe0TS3fj5ZYG5j39G8bhGNFtwobp24TkDOO0edEpCdx2CG-EcjAdklp3tnJqrnihe1wXQpd123keEkN-XZAXiSCY6tWw5tpRnp8UMbeTCopRKwv7kADT6aozmmMbEMVCIk1hiAdqHNX8OwyyXT5_He295IIRo4D_OOTfTMU7N5UCW7Nw-eX2kC0VpcvqSOKdNNEDNPK4RpDamsFO-alpHRzryhFD7wEcLiuN8-9Ug1A&__tn__=-R