LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„13 წელია ერთად ვართ, მგონი, უკვე შეეჩვია.. დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა“ – ანკა ვასაძე

846
ანკა მზა

მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯახის რეპუტაციას და მეშინოდა, რაიმე ცუდი არ ეთქვათ ჩემზე. ალბათ, ასეთი განცდაც არ ღირს, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი და არაა საჭირო ზედმეტად დათრგუნვა.

ჩემი მეუღლე, გიორგი, ეკონომისტია. მართალია, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 13 წელია ერთად ვართ და მგონი, უკვე შეეჩვია, მით უფრო, რომ პანდემიის და იძულებითი პაუზის ფონზე თვითონ დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის თეატრი.

ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ჯერ მეშინოდა, რომ ვერ ჩავაბარებდი, მერე განვიცდიდი, რომ რეჟისორების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ბავშვობის ოცნება ავისრულე და, რა თქმა უნდა, ამას ჩემი მეუღლეც ხვდება.

სწორედ დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის კარგად ყოფნის, ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა,“ – ამბობს ანკა ვასაძე.

ფოტო: ანკა ვასაძე გურამ წიბახაშვილის ობიექტივში – ცნობილი მსახიობი ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო

„მა­რი­ა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი როლი არ აქვს წამ­ყვან ანკა ვა­სა­ძეს“ – მსახიობის განმარტება, როგორ გახდა წამყვანი

ვიდეო: მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g