LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

91
ვეტერანები

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს.

დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000- მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების, 2008 წლის აგვისტოს ომის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

საქართველოში ყველაზე უხუცესი ვეტერანი გახლავთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ზესტაფონის მკვიდრი, 104 წლის ალექსანდრე ბუსკივაძე.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g