LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა დროებით ეკრძალებათ

221
888

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ  საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უცხო ქვეყნების შემოსვლა იკრძალება. პრემიერ-მინისტრის დავალებით ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და ამ ქვეყანასთან მიმართებაში ეს შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელბსაც სურვილი ექნებათ, დაბრუნდნენ სამშობლოში, შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებენ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები