LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 საათის შემდეგ პირბადე შეიძლება პირიქით, დასნებოვნების წყარო გახდეს: მარინა ენდელაძე

1102
BeFunky-collage (2)

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგები პერიოდულად გვახსენებენ,  რომ დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. სწორედ ამიტომ, საქართველოში პირბადეების ტარება უკვე ღია სივრცეშიც სავალდებულოა.

2020-ის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პროცესებისა და ქუჩაში განახლებული აქციების გამო, სპეციალისტები პირბადის სწორად გამოყენების წესის მნიშვნელობაზე ისევ ალაპარაკდნენ.

ამჯერად, საკითხზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა “იმედის” ეთერში.

ენდელაძე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მსგავს შეკრებებზე შეუძლებელია.

ქვეყანა დგას წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე, ეს დროულად გასაკეთებელია: ბიძინა კულუმბეგოვი

 

“რაღაცნაირად უნდა ვთქვათ ამ აქციებთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენში და მედიცინას და ჩვენ ძალიან გვაზარალებს.

იცით რა, თითქოს ვიღაცას უკეთია პირბადე, როდესაც ასეთი ხალხმრავლობაა. თუ სოციალური დისტანცია არ არის, თუ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი დგას, თუნდაც სადღაც საათების განმავლობაში, ეს პირბადე აბსოლუტურად არ ასრულებს თავის მოვალეობას.

ორი საათის შემდეგ, პირბადე, რომელიც უკეთია ადამიანს, აღარ ასრულებს მოვალეობას და პირიქით, შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს.

ამით მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში აუცილებელია დისტანციის დაცვა, რომელსაც ვერ დაიცავთ ასეთ შეკრებებზე და ღონისძიებებზე”- თქვა მარინა ენდელაძემ.

“ვაქცინაცია რომ იყოს საფრთხის შემცველი არ ავცრიდი ყველაზე ძვირფასს-შვილებს, ნიღაბი რომ კლავდეს, მკვდარი ვიქნებოდი დიდი ხნით ადრე” – ანი ქავთარაძე

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები