LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 600 ლარამდე ხელფასს 174 000 ადამიანი იღებდა – PMC

185
ლარი

საქართველოში 2023 წლის II კვარტალში 600 ლარამდე ხელფასს 174 000 ადამიანი იღებდა. მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, 240 000-ს შეადგენდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 600-დან 1200 ლარამდე იყო.

აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასის სახით 1200-დან 2400 ლარამდე თანხას იღებდნენ. საქართველოში ამ ოდენობის ხელფასი 323 000 დასაქმებულს ჰქონდა. 2400 ლარზე მაღალი ხელფასი კი ქვეყანაში 207 000 მოქალაქეს ეძლეოდა.

PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული მაკრო მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში ხელფასს 943 000 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა.

„BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის II კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა.

აღსანიშნავია, სებ-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს“, – აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g