LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში – 47, იმერეთში – 26

139
1564255684-0-160-3074-1889-1920x0-80-0-0-0fdb9f06baaf17f3579e54eaad5120ca

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის მონაცემებით, ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47.

„დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა 3913 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ 137 შემთხვევაა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთიში – 6, იმერეთში – 26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზრდა, ჯამში გამოჯანმრთელებულების პროცენტრული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, იმერეთის შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება.
რამდენიმე პაციენტი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა საირმეში სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს. კერა ლოკალიზებულია და დამსვენებლები კარანტინში არიან გადაყვანილი.
ამ დროისთვის იმერეთის კლინიკებში 270-მდე პაციენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები