LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26-ე წელი იწყებს ათვლას, რაც ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტს და ვრჩებით გემოვნებიანი მსმენელის უალტერნატივო არჩევნად“ – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იუბილეს აღნიშნავს

1023
რადიო 26 წლის

31 დეკემბერს რადიო „ფორტუნა“ და „ავტო რადიო“ დაბადების დღეს აღნიშნავენ. „ფორტუნა“ 26 წლის, ხოლო „ავტორადიო“ 16 წლის გახდა. წამყვანი რადიოსადგურების იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რადიო „ფორტუნას“ წამყვანმა, გიორგი დობორჯგინიძემ და „ავტო რადიოს“ წამყვანმა, გვანცა გადაბაძემ ისაუბრეს.

წამყვანებმა განვლილ გზაზე, რადიოს ხიბლსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, რადიო კვლავ მსმენელისთვის უალტერნატივო არჩევანად რჩება.

„26 წლის წინ, განსაკუთრებული რამ მოხდა FM დიაპაზონზე“ – 31 დეკემბერი რადიო „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰოლდინგი ევროპის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა, [ამიერკავკასიაში ერთადერთი ასოციაციის წევრი მხოლოდ რადიოჰოლდინგი „ფორტუნაა“] რაც ასევე ხაზს უსვამს „ფორტუნას“ მუდმივ განვითარების გზას.

გიორგი დობორჯგინიძე:

„ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. როგორც თქვენც აღნიშნეთ, 26-ე წელი იწყებს ათვლას, რაც ჩვენ ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტს და ბუნებრივია, ვრჩებით გემოვნებიანი მსმენელის უალტერნატივო არჩევნად.

ამ ყველაფერს კი ჩვენი სუპერ პროფესიონალი გუნდი განაპირობებს, რომელიც კოლეგებისგან, ჟურნალისტებისგან, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისგან შედგება.

ლომის წვლილი კი ამ ყველაფერში ქალბატონ თამარ ჩიგოგიძეს მიუძღვის, რომელიც მამის, გურამ ჩიგოგიძის გზას წარმატებით განაგრძობს.“

„ჩვენს მსმენელს უამრავ ახალ პროექტს ვპირდებით და რაც მთავარია, მათ იმედებს გავამართლებთ“ – რადიო „ფორტუნა“ 26 წლისაა, „ავტო რადიო“ 16 წლის გახდა

გვანცა გადაბაძე:

„პირველ რიგში, მინდა ვუთხრა მადლობა მსმენელს, რომელიც აგერ უკვე 26 წელია გვისმენს.

მთავარი განმასხვავებელი რაც არის გახლავთ ის, რომ ტელევიზიით უფრო მეტი ყურადღება ვიზუალზე გადადის, რადიოში კი ჩვენ არ ვჩანვართ, კადრს მიღმა ჩვენი ნათქვამი ყოველი სიტყვა არ გამოეპარებათ ხოლმე. ყველა შეცდომა, ასე ვთქვათ, არ გეპატიება.

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ ეს ყველაფერი ვირტუალურია და თითქოს ძალიან პირადულია, რადგან იცი, რომ ადამიანები ვერ გხედავენ.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

? 31 დეკემბერს რადიო „ფორტუნა“ და „ავტო რადიო“ დაბადების დღეს აღნიშნავენ — ჩვენი სტუმრები არიან „რადიო ფორტუნას“ წამყვანი გიორგი დობორჯგინიძე და „ავტო რადიოს“ წამყვანი გვანცა გადაბაძე

Posted by დილა ფორმულაზე • Dila Formulaze on ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2023

ამდენი წლის განმავლობაში მოვდივართ ისე, რომ ადამიანების ნდობა დავიმსახურეთ და ეს ძალიან მიხარია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g