მუსიკალური სამყაროს ბევრი კაშკაშა ვარსკვლავი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მხოლოდ ცნობილი ,,27-იანთა კლუბის” გახსენებაც კი კმარა, რომელიც 27 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ ჯიმი ჰენდრიქსს, ჯიმ მორისონს, ჯენის ჯოპლინს, კურტ კობეინს და ემი უაინჰაუსს აერთიანებს. ახალგაზრდა ასაკში შეწყდა ელვისის და ჯონ ლენონის სიცოცხლეც. საინტერესოა, როგორები იქნებოდნენ ეს ვარსკვლავები ახლა… ამ კითხვაზე პასუხის პოვნა Rock and Roll Heaven project-მა სცადა, რომელმაც კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მუსიკოსების ფოტოები “დააბერა”…

27 წლის ასაკის წყევლა – მუსიკის ლეგენდები, რომლებიც 27 წლის ასაკში  გარდაიცვალნენ

ელვის პრესლი – როკ ენ როლის მამად წოდებული სუპერვარსკვლავი 50-იანი წლების ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო, თუმცა ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სამსახიობო კარიერაც, რომელიც 33 ფილმს მოიცავდა. ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს 42 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯონ ლენონი –  “ბითლზის” დამფუძნებლისა და წარმატებული სოლო-არტისტის სიცოცხლე შეშლილმა ფანმა 1980 წლის  8 დეკემბერს იმსხვერპლა. მარკ დევიდ ჩემპმენმა 40 წლის ჯონ ლენონს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა. აღსანიშნავია, რომ ლენონს წილად უჩვეულო პატივი ერგო. იგი “როკ ენ როლის დიდების დარბაზში” ორჯერ შეიყვანეს. პირველად როგორც “ბითლზის” წევრი, მეორედ კი როგორც სოლო მუსიკოსი.

ჯიმ მორისონი – სიმპათიური და სევდიანი ჯიმ მორისონი 27-იანთა კლუბის წევრია. “დორზის” სოლისტი 1971 წლის 3 ივლისს,  27 წლის ასაკში გულის შეტევამ იმსხვერპლა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ასაკში მუსიკოსს გულმა ცხოვრების არაჯანსაღი წესისა და ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი მიჯაჭვულობის გამო უმტყუნა.

კარენ კარპენტერი – ცნობილი ბენდის, the Carpenters წევრი კარენ კარპენტერი ცხოვრების დიდ ნაწილის განმავლობასი კვებით აშლილობას ებრძოდა, რამაც საბოლოოდ გულის შეტევა გამოიწვია, რომელიც ფატალურად დასრულდა. კარენი 32 წლის ასაკში, 1983 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა.

კურტ კობეინი –  “ნირვანას” სოლისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით კარიერის ზენიტში დაასრულა. კურტმა საბედისწერო გასროლა 1994 წლის 5 აპრილს განახორციელა. მუსიკოსი 27 წლის იყო. კობეინი “როკ ენ როლის დიდების დარბაზში” 2014 წელს შეიყვანეს.

 ჯენის ჯოპლინი – როკის დედოფალი ერთ-ერთია იმმუსიკოსებოდან, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. სხვების მსგავსად, ჯოპლინიც ნარკოტიკებმა იმსხვერპლა. ახალგაზრდა მომღერალი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი 1970 წლის 4 ოქტომბერს აღმოაჩინეს, დიდების დარბაზში კი 1995 წელს შევიდა.

კეით მუნი – The Who-ის დრამერი 32 წლის ასაკში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღებას ემსხვერპლა. იგი “როკ ენ როლის დიდების დარბაზის” წევრი 1990 წლიდან არის.

ჯიმი ჰენდრიქსი – ლეგენდარული და ბევრის აზრით, როკ ენ როლის ისტორიაში საუკეთესო გიტარისტი 27 წლის ასაკში , ჯენის ჯოპლინსა და ჯიმ მორისონზე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. იგი 1970  წლის 18 სექტემბერს.

ბობ მარლი – სტატიის გმირების უმრავლესობისაგან განსხვავებით, რეგის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკები არ ყოფილა. ბობ მარლის 1977 წელს მელანომას ყველაზე აგრესიული ტიპის დიაგნოზი დაუსვეს. მუსიკოსი დაავადებას თითქმის 5 წლის განმავლობაში ებრძოდა.  მარლი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

მსგავსი თემები