LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“30 წელია ვიცნობ…”- რას ამბობს დაკავებულ ექიმებზე ვაჟა გაფრინდაშვილი

343
BeFunky-collage (1)

საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ექიმების პროცესი გრძელდება. ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან. იგივე მუხლით ბრალი წარდგენილი აქვს ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას. ის საქართველოში არ იმყოფება და სასამართლო მის საქმეზე დაუსწრებლად მსჯელობს.

ადვოკატები ითხოვენ, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა გამოიყენოს. პროკურატურის ვერსიას დაკავებულები არ ეთანხმებიან.

დღეს დაკავებული ექიმების მხარდამჭერი აქციაც გაიმართა, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა. მისი თქმით ერთ-ერთ ბრალდებულს კარგად იცნობს და ლიცენზია ნამდვილად აქვს.

აფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას 30 წელია იცნობს და ის არის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იტალიის მოქალაქეა.

“ქალბატონ მაგდას 30 წელია ვიცნობ, არის რეანიმატოლოგ-ანეზთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ წავიდა იტალიაში და არის იტალიის მოქალაქე. ჩვეულებრივად ჩამოდიოდა ხოლმე. აქვს აღებული ლიცენზია, აქ ანეზთეზიოლოგად მუშაობდა 30-25 წლის წინ”, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

როგორც ექიმმა აღნიშნა, მისი კოლეგების დაკავება გაურკვეველი მიზეზით მოხდა.

„საქმეზე 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ დადგენილება გამოიტანა, რომელიც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი, რადგან მთავარ მიზეზთაგანი, რასაც ედავებიან ისაა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს არ ჰქონდა ლიცენზია ტრავმატოლოგ-ორთოპედიაში და ისე აკეთებდა ჩარევას. აქ ჩარევას აკეთებდა რადიოლოგი და არა ტრავმატოლოგი.

ჩემი კოლეგები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, არ დამალვიან გამოძიებას, რადგან ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ. კვარიათში 22:00 საათზე დაკავება ბავშვებთან ერთად, არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

“მინდა გამოვეხმაურო პროკურატურის მიერ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს” – უკანონო საექიმო საქმინობაში ბრალდებულის განცხადება

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები