LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

36 000-მდე ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი ბოლო 1 თვეში: როგორია კოვიდსტატისტიკა საქართველოში

118
ჰტრყჰტ

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 11 582 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 065 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი.

„8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში ვირუსის 9 206 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 989 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 15 პროცენტი.

15 სექტემბრიდან 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 7 664 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 9 989 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 12 პროცენტი.

22 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, დადასტურდა 5 755 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 223 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10 პროცენტი.

​29 სექტემბრიდან 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 512 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 923 ადამიანი, გარდაიცვალა ორი პაციენტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 8 პროცენტი“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g