LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საზღვრების გახსნაც უმტკივნეულოდ ჩაივლის, საქართველოს ნობელის პრემია ეკუთვნის – ცერცვაძე

148
105510889-282770209802376-3795272170228768274-n

გაზრდის თუ არა ვირუსის გავრცელების საფრთხეს შიდა და საერთაშორისო ტურიზმი – ამ საკითზე საკუთარი მოსაზრება “იმედის” ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა დააფიქსირა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა,  საქართველოს მზადყოფნის დონემ ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო, თუმცა საერთაშორისო მიმოსვლის გახსნა იქნება ბოლო გამოცდა ქართული ჯანდაცვისთვის.

“ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. სასტუმროები გაიხსნა, შიდა ტურიზმი აღდგა. წარმოიდგინეთ, რამხელა რეზერვი ჰქონდა ჩვენს ვერტიკალს და ჯანდაცვის სისტემას, ამ ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, სტრატეგიის, პრაქტიკისა და მდგრადობის, რომ ყველაფერ ამას გაუძლო.

საზღვრების გახსნისას არის გარედან შემოტანის, იმპორტირების საფრთხე. თუ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და ჯანდაცვის სიტემა მოიფიქრებს რაღაც ადეკვატურ ზომებს, რომლითაც მიაღწევს იმას, რომ საზღვრების გახსნა ასევე უმტკივნეულოდ ჩაივლის, მაშინ საქართველოს ნობელის პრემია ეკუთვნის, რადგან ამას ვერცერთმა ქვეყანამ მიაღწია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები