LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38 ახალი შემთხვევა რეგულაციების გამკაცრების მიზეზი არ უნდა გახდეს

191
korona77

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა გაზრდილმა რაოდენობამ მოსახლეობაში გააჩინა მოლოდინი, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კვლავ დააწესონ შეზღუდვები. ამის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პირი

„ფორტუნასთან“ საუბარში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში არსებულ ეპიდოლოგიურ სიტუაციას აფასებს.

 

ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული დაფიქსირდა. თქვენი აზრით, ეს გახდება ახალი შეზღუდვების დაწესების მიზეზი? 

38 ახალი შემთხვევა არ უნდა გახდეს მიზეზი რადიკალური ცვლილებების და საკარანტინე ღონისძიებების გამკაცრების, იმიტომ რომ ერთჯერადი აღმავლობა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ქვეყანაში დაიწყო ე.წ. მეორე ტალღა. ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ, ეს შემთხვევითია, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. თუ ამან მიიღო განუხრელი აღმავლობის ხასიათი, მერე შესაბამისი ზომები, რა თქმა უნდა, გასატარებელი იქნება, მაგრამ ერთჯერადი შემთხვევების მატებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ნაადრევი იქნება.

დღის განმავლობაში 40 და 42 შემთხვევა საქართველოში სულ რამდენჯერმე დაფიქსირდა, 38 ახალი შემთხვევა არაა ინფიცირებულთა ის რაოდენობა, რომელსაც მიჩვეულები ვართ.

გეთანხმებით, მაგრამ ეს განგაშის მიზეზი არ უნდა გახდეს. უნდა მოხდეს დაკვირვება ტენდენციაზე და თუ მსგავსი შემთხვევები გაიზარდა, მაშინ შეიძლება შეფასდეს როგორც აღმავლობა. სხვადასხვა დროს ეპიდოლოგიური სიტუაცია იტანს, პერიოდულ ნახტომებს, მაგრამ თუ მას არ აქვს მუდმივი ხასიათი, ვერ ჩაითვლება, როგორც შემთხვევათა აღმავლობა.

თქვენი აზრით, რა რეგულაცია არ არის შესრულებული მოსახლეობის მხრიდან, რის გამოც შემთხვევები გაიზარდა?

შემთხვევების ზრდის ცალსახად მოსახლეობის სიფრთხილის ზომების არდაცვით ახსნა, ვერ მოხდება. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია, თითოეულმა ადამიანმა ყველაფერი ზედმიწევნით დაიცვას. ისედაც არარეალისტურია ეს და ამის მოლოდინიც არ იყო. ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობა განაპირობებს. ერთ-ერთი თუნდაც ისაა, რომ ტურისტების შემოდინება გაიზარდა აგვისტოს თვეში. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლებოდა აღმავლობის მოლოდინი ყოფილიყო, ესაა. ასევე გაძლიერებული შიდატურიზმი და ადამიანების ერთად თავმოყრა ზაფხულის ბოლო თვეებში, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც შეიძლება აღმავლობა გამოიწვიოს.

შემოდგომის დადგომასთან ერთად გრიპის შემთხვევები ყოველთვის იმატებდა, მოლოდინი სწორედ ამიტომ არის, რომ კორონავირუსის შემთხვევებიც გაიზრდება?

ოქტომბერ-ნოემბერში სეზონური გრიპი ყოველთვის არის და იქნება. მაგრამ ამ ორ ინფექციას შორის ასეთი კავშირი, რომ თუ გრიპის შემთხვევები დაიწყება, კორონავირუსიც მას მიყვება, არ არსებობს. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ თუ დაემთხვევა ერთმანეთს გრიპის სეზონი და კორონავირუსის აღმავლობა, ეს ძალიან გაართულებს ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას.

გამოსავალი რა შეიძლება იყოს? მოსახლეობამ შექმნილ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს?

ნომერ პირველი გამოსავალი არის დისტანცირება. თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და სხვა ადამიანებისგან დისტანცირება შესაძლებლობის ფარგლებში. ალბათ, ეს არის მთავარი წესი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g