საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი-განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.