LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 299 გარდაცვლილი და 66 563 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით

206
TOPSHOT - Pedestrians wearing face masks cross a road during a Lunar New Year of the Rat public holiday in Hong Kong on January 27, 2020, as a preventative measure following a coronavirus outbreak which began in the Chinese city of Wuhan. (Photo by Anthony WALLACE / AFP) (Photo by ANTHONY WALLACE/AFP via Getty Images)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 299 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია 119 217 პირი , ხოლო გამოჯანმრთელებულია 66 563 ადამიანი. დღეის მდგომარეობით “კოვიდ-19”  მსოფლიოს 119 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრ ქვეყანაში, ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 158 ადამიანი ემსხვერპლა, 61 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში ვირუსისგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 631-ზე მეტია.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g