LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

378
BeFunky-collage (6)

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ 19 ევროპიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა.

ფაჰრეთინ კოჩას თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ხოლო ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა კარანტინშია გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეიკაონ მოგზაურობისგან.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 000-ზე მეტი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 23-მდე გაიზარდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ნაწილი უკავშირდება საქართველოში დაფიქსირებულ მეორე შემთხვევას. ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g