საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 23-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გადადება არ ფიქსირდება. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ნაწილი უკავშირდება საქართველოში დაფიქსირებულ მეორე შემთხვევას. ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
დაფიქსირებულია 4 შიდა გადაცემის შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძე
5 ადამიანი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ რამდენად ასრულებდნენ ისინი იზოლაციის წესებს ეს უცნობია.