LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 და 5 ივნისს „ერისიონი“ შოუპროგრამა „ქართულ ლეგენდას“ წარმოადგენს

128
ერისიონი

„ერისიონი” წარმოგიდგენთ შოუპროგრამას „ქართული ლეგენდა”, რომელიც „ერისიონის” ყოფილი პროდიუსერის, ჯიმ ლოოს სახელთან არის დაკავშირებული, ბრუნდება. ამ პროექტმა 2002-2007 წლებში  მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა.

„ერისიონის” პროგრამას „ქართული ლეგენდა” თბილისის საკონცერტო დარბაზში 4 და 5 ივნისს იხილავს ქართველი მაყურებელი.

შოუპროგრამა „ქართული ლეგენდის” შექმნაში და მის მსოფლიოში პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს  ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ. სწორედ მათ ხსოვნას  ეძღვნება „ქართული ლეგენდის” ახალი პროგრამა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა, ეკა ჭკუასელმა შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები