LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 სეზონი საქართველოში: რეგიონის საუკეთესო მოგზაურობა გრძელდება

619
4 სეზონი საქართველოში

#spendyoursummeringeorgia #გაატარე შენი ზაფხული საქართველოში მოწოდება, რომელიც ამ ზაფხულს ყველას ყველაზე ხშირად გვსმენია და შეგვხვედრია, მედიის თუ სოციალური ქსელების საშუალებით ზაფხულის დასრულებასთან ერთად არ დასრულდება. როგორც „ფორბსმა“ უწოდა „რეგიონის საუკეთესო საზაფხულო სამოგზაურო კამპანია” გრძელვადიანი პროექტის სახეს მიიღებს და #Spend4seasonsinGeorgia-ს სახელით გაგრძელდება.

#spendyoursummeringeorgia ვირუსული კამპანიის იდეა საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის სანქციის საპასუხოდ შეიქმნა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ამასთან ერთად, ტურისტებისთვის საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათის ჰაბის შექმნას ისახავდა მიზნად. კამპანიამ უმოკლეს დროში ასიათასობით ადამიანი ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა, დღეისათვის ჯგუფს 284 000-ზე მეტი წევრი ყავს. როგორც #Spend4seasonsinGeorgia-ს თანაორგანიზატორი ქეთა გოლეთიანი ”ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნავს მიზანი შესრულდა და მოლოდინსაც კი გადააჭარბა:

”თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაპირველი მიზანი 100%-ით შესრულებულია. კამპანია ძალიან საჭირო და აუცილებელ დროს დაიწყო, საზოგადოებაში არსებობდა მზაობა, რომ გარკვეულწილად კრიზისულ სიტუაციაში სამოქალაქო პასუხისმგბელობა აგვეღო თავზე და საერთო საქმის გასაკეთებლად გავერთიანებულიყავით”.

 

• დასაწყისიდანვე კამპანია გაშუქდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მედიებში, როგორიცაა Forbes, BBC, Aljazeera, CGTN America.

• ვიხილეთ მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის საქმეში.
აირჩიე საქართველო! – მოწოდება კრაკოვის არენიდან 

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს [ვიდეო]

 

• #გაატარეშენიზაფხული საქართველოში არა ერთი კერძო კომპანიისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყების მოტივაციაც გახდა.

სპეციალური ეტიკეტი ქართული ღვინისთვის, რომელიც მსოფლიოს ჩვენთან დასვენებისკენ მოუწოდებს

ტურისტებს უფასო ოთახებს სასტუმროც სთავაზობს – რამდენად გონივრულია ინიციატივა

 

• კამპანიას პირველივე დღეებიდან ქართველი და უცხოელი ცნობილი სახეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შემოუერთდნენ.

ქეთევან ქემოკლიძემ ტრიესტეს საოპერო დასი გააერთიანა მოწოდებით „გაატარე ზაფხული საქართველოში“

„ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში ისწავლეს“ – ამერიკელი დიპლომატი საქართველოზე

ელიზაბეთ რუდი #spendyoursummeringeorgia-ს უერთდება – ფოტოები მყინვარწვერიდან

 

• #spendyoursummeringeorgia მ ითანამშრომლა, საქართველოში გამართულ ზაფხულის ყველა დიდ მუსიკალურ ფესტივალთან თუ მოვლენასთან. როგორც კამპანიის იდეის ავტორები აღნიშნავენ კერძო ადამიანები, კომპანიები თუ ბიზნეს სექტორის ყველა რგოლი დიდი სიამოვნებით თანხმდებოდა კამპანიის პოპულარიზაციას.

„ისთერნ ფრომოუშენსი“ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებით უერთდება

#გაატარეშენიზაფხულისაქართველოში მიზანი არა მხოლოდ უცხოელი ტურისტების მოზიდვა, არამედ შიდა ტურიზმის განვითარებაც იყო, #spendyoursummeringeorgia ჩვენს თანამემამულეებში კარგ ტონად შეფასდა და ზაფხულის ტრენდად იქცა.
კამპანიაში ბევრი გააზრებულად და ასევე ბევრი გაუაზრებლად ჩაერთო, ჰეშთეგი #გაატარეზაფხულისაქართველოში აიტაცეს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის არც წინა წლების და არც ამ წლის გეგმებში საზღვარგარეთული კურორტების მონახულება არ შედიოდა, სოციალური ქსელების საკუთარი ”ნიუსფიდები” ამგვარი ჰაშთაგებით ააჭრელეს.

იყვნენ ისეთებიც, ვისი პატრიოტიზმის შეგრძნების ხარისხმა თურქეთის თუ ევროპის სანაპიროებზე გარუჯვის ხიბლს ვერ გაუძლო და კახეთის თუ აჭარის ხედზე გადაღებული ფოტოები #გაატარეზაფხულისაქართველოში მინაწერით, აეროპორტში “ჩექინებმა” ჩაანაცვლა.
ჩვენი თანამემამულეების ნაწილმა კი მართლაც თქვა უარი საზღვარგარეთ დასვენებაზე და თავისი შვებულება ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარეების მონახულებას დაუთმო. იყო უამრავი აღფრთოვანება, მაგრამ ფასებით, ინფრასტრუქტურით, ამინდით და მომსახურებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ მათი ნაწილის მომავალი წლის საზღვაგარეთული დასვენების გეგმებს აქედანვე ჩაუყარა საფუძველი.

https://www.facebook.com/groups/wizzairkutaisi/permalink/1054302258110111/

ღმერთმა არ გაგიჭირვოთ და უცებ ტუალეტში არ მოგინდეთ! – უიმედო გამოსავალი ტურისტებისთვის (ფოტოები)

 

უშგული ტაილანდელი ბლოგერის ობიექტივში

 

ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სანქციამ წლევანდელ ტურისტულ სეზონს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ფაქტმა ბიძგი მისცა უდიდეს ტალღას, რომლის შედეგადაც მთელი მსოფლიო საქართველოზე ალაპარაკდა.
ოფიციალური მონაცემებით პირველი 7თვის განმავლობაში საქართველოში 5 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა და საერთაშორისო ვიზიტორების უდიდესი ნაწილი სწორედ ევროპიდან იყო – 1 399 293.
საზაფხულო სეზონის ყველაზე ცხელი ორი თვის მონაცემები ასე გამოიყურება:

ივნისში – 873 966 ტურისტი
ივლისი – 1 099 474 ტურისტი

აგვისტოს ოფიციალური მონაცემები ჯერ უცნობია.

საქართველოდან ტურისტული მიზნით გასული ადამიანების რაოდენობამ კი ბოლო 7 თვეში 780 ათასი შეადგინა.
#გაატარეზაფხულისაქართველოში-ს დამფუძნებლები საფრანგეთში ევროპელ ბიზნეს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმზე იმყოფებოდნენ. როგორც გამოიკვეთა, საქართველოს მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, საქართველომ ბევრი მხარდამჭერი, პარტნიორი და მეგობარი შეიძინა. მცირე დროში ამ დონის მიღწევებმა #spend4seasonsingeorgia გრძელვადიან კამპანიად ჩამოყალიბდა, რომელმაც წლიდან წლამდე უნდა გაზარდოს მასშტაბი და კმაყოფილი ტურისტების მაგალითზე, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოიზიდოს. საქართველოს ტურისტული პოტენციალი თითოეულ სეზონზე განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს ტურისტს. როგორც ქეთა გოლეთიანმა გვითხრა, ახლა აქცენტი შემოდგომაზე კეთდება, რაც საქართველოში ყველაზე ლამაზ ფერებთან, რთველთან და ტრადიციულ ღვინის წურვასთან ასოცირდება.

”ძალიან გვიხარია, რომ საშემოდგომო ჰეშთეგის #spendyourautumninGeorgia-ის დაანონსება ცნობილი ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის ჩაწერით და მისი ვიდეოთი მოვახერხეთ. ეს არ იყო ერთჯერადი აქტივობა, გვსურს, კამპანიაში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სახე ჩაერთოს”.

ფრედერიკ ბეგბედერი: თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ!..

„აქ მოხვედრა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო“ – ნინო სურგულაძემ თუშეთში იმოგზაურა

 

რა სიახლეებს გვპირდება #spendyourautumninGeorgia და რამდენად წარმატებულად ჩაივლის შემოდგომის ტურისტული სეზონი უახლოეს მომავალში გავიგებთ, შემოდგომის შემდეგ კი მზადება ზამთრის სეზონისთვის დაიწყება, სამთო სათხილამურო პოტენციალით კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეუძლია იამაყოს.

 

გამოყენებულია გოგა ჩანადირისა და იოსებ მამნიაშვილის ფოტოები

 

თათია დარასელია