LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს უფასო ოთახებს სასტუმროც სთავაზობს – რამდენად გონივრულია ინიციატივა

310
opana

ბინების შემდეგ სასტუმროც – მასშტაბურ კამპანიას #spendyoursummeringeorgia დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო “კანდელაკიც” შეუერთდა. სასტუმროს მმართველი ეკატერინე ხომასურიძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ 3 ივლისამდე მზადაა, ყველა ნომერი ტურისტებს სრულიად უფასოდ დაუთმოს.

სასტუმრო ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს, სულ ხუთნომრიანია და 21 ადამიანს იტევს. მეპატრონე ამ თარიღამდე სასტუმროს ტურისტებს მთლიანად უთმობს.

“ამ პერიოდში შემიძლია ტურისტების უფასოდ მიღება. 3 ივლისამდე ჩავკეტე ჯავშნები, იმისთვის, რომ ყველა მსურველი ტურისტი უფასოდ მივიღო. ჰოლანდიელების ჯგუფში დავდე ინფორმაცია და “ფეისბუქზეც” ვცდილობ გავავრცელო ინფორმაცია. ჰოლანდიურ პლატფორმებზეც შემომთავაზეს ამ ინფორმაციის განთავსება”, – ამბობს “ფორტუნასთან”  ეკატერინე ხომასურიძე.

პირველი კამპანიის შემდეგ, მეპატრონე გეგმავს, მომდევნო თვეებშიც გაათავისუფლოს ოთახები.

“ეს პირველი ტალღაა. 3 ივლისს უბრალოდ ჯავშნები უკვე მქონდა. ამ თარიღის შემდეგ კვლავ ვაპირებ გამოვყო დღეები, კამპანიის გასამეორებლად”, – აღნიშნავს ის.

რამდენად წამგებიანია უფასო ტურისტები?

ბევრი მიიჩნევს, რომ ინიციატივა უცხოელებისთვის ბინების უფასოდ დათმობის შესახებ უაზრობაა და ეკონომიკურად წამგებიანია. სასტუმრო “კანდელაკის” მეპატრონე ეკატერინე ხომასურიძე “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ ამ კამპანიის შედეგად იმდენად დიდ პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ვიღებთ, რომ მოკლევადიანი კამპანია ბინების უფასოდ დათმობის შესახებ წამგებიანი საერთოდ ვერ იქნება.

“ზოგადად, თბილისში ბინების გაქირავება ისედაც ძალიან დაბალია და ეს ეკონომიკურად დიდ უარყოფითს ეფექტს ვერ მოგვიტანს. მე ვთვლი, რომ ეს კამპანია ქვეყანას პოპულარიზაციას გაუწევს. ტურისტები ჩამოვლენ და თანხებს უკვე გარეთ დახარჯავენ, რაც უფრო მეტი შემოსავალია ქვეყნისთვის,” – განმარტავს ხომასურიძე და იმედოვნებს, რომ ეს ერთიანი კამპანია, საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

 

ფოტო: დათუნა აგასი

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ქართველებმა ახალი კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – გაატარე ზაფხული საქართველოში (#spendyoursummeringeorgia)

უფასო ბინა ტურისტებს: ქართველების ახალი კამპანია რუსეთის სანქციის სანაცვლოდ

ტურისტებს სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება ევალებათ

უამრავი ადამიანი პუტინის სანქციას, ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ერთი ახალი ინიციატივით გამოეხმაურა – ისინი ტურისტებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ.

სანაცვლოდ ტურისტებმა ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უნდა დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

პუტინის სანქციას, 8 ივლისიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, უამრავი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე უკვე გამოეხმაურა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც:

ზურაბიშვილის პასუხი პუტინს: ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო [ვიდეო]