LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში ისწავლეს“ – ამერიკელი დიპლომატი საქართველოზე

300
65178890_10157304822282954_615299256797888512_n

რუსული ე.წ ტურისტული ემაბრგოს შემდეგ, უცხოელების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი პოსტები არ წყდება. ამჯერად ჩვენს ქვეყანაზე ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს. ის ამბობს, რომ საქართველოში გატარებულ ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია საქართველოში გატარებული დრო. ყოველ სეზონს მოაქვს ახალი ხედები და აღმოჩენები. ჩემმა გოგოებმა თხილამურებით სრიალი გუდაურში, კავკასიის დიდებული ლანდშაფტების ფონზე ისწავლეს. ბორჯომში ლაშქრობაზე წავედით და დავაგემოვნეთ წყლები. ვისიამოვნეთ ბათუმის ბულვარით. კახეთში, სიღნაღის ჯადოსნური ბილიკები მოვიარეთ. ზუგდიდში მეგრული სამზარეულოს არაჩვეულებრივი არომატებით დავტკბით. ეს სია უსასრულოა.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობაა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა.“ – ჯულიუს ცაი, ამერიკელი დიპლომატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები