LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხდებას ავრცელებს

354
თსუგანცი

აქციის მონაწილეების მიერ რექტორატის დაკავებისას, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ, 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ჩატარდება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში: თსუ-ის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები