LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„40-მდე ადამიანი რეანიმაციაშია, დაავადების მიმდინარეობა მძიმეა“

virusi

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვირუსის შესახებ კომენტარს აკეთებს და სიტუაციას მძიმეს უწოდებს. დავით სერგეენკოს თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვითარება საყურადღებოა. მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციითაც მიმართავს და მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს პირველივე დღეებში მიმართონ.

სერგეენკოს თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 600-ზე მეტი ადამიანი გადის, მათ შორს 40-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“ და ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებს, მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგს ჯანდაცვის უწყება შეავსებს.

„დაავადების მიმდინარეობა მძიმეა. ახლა ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. იმ პაციენტებიდან,  ვინც მიმართა ექიმს და მკურნალობა დაიწყო მხოლოდ 45%-ია, ვინც ეს გააკეთა პირველი 2 დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებელია, რომ ეს პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აფთიაქებმაც უნდა იზრუნონ, რომ მომარაგება გაზარდონ და თუკი ამ მხრივ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც წინა დღეებში, “ტამიფლუს” შემთხვევაში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები