LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა… როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია: სალომე ზურაბიშვილი

97
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა“. მისივე განცხადებით, „5 ივლისს დილით, ქაშუეთის ეკლესიის წინ გაიარა და ნახა, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული“.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია მოახდინო, რადგან წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა.

„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები