LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 მილიონი ლარით გავაგრძელებთ კერძო კულტურული პროექტების ხელშეწყობას” – როგორ დაეხმარება მერია კულტურის სფეროს წარმომადგენელებს

112
BeFunky-collage (12)

“ახალი წლის დღეებში მაქსიმალურად გავაკეთებთ ღონისძიებებს, რომ რაც შეიძლება მეტი არტისტი ჩავრთოთ და მივცეთ რეალიზების და დასაქმების საშუალება.” – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ისაუბრა.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კულტურის სფეროს მხარდაჭერა მხოლოდ საახალწლო პერიოდს არ მოიცავს.

“ახალი წლის დღეები გამორჩეული იქნება” – რომელი ეთერების საშუალებით გადაიცემა კონცერტები, თბილისის მერის მოადგილე საახალწლო სამზადისის შესახებ

“კულტურის დაფინანსება, რომელიც არსებობს, ქალაქის დონზე 2021 წლისთვის არ შემცირებულა. ჩვენ დაახლოებით, 5 მილიონი ლარით გავაგრძელებთ კერძო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას. შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქში პრაქტიკულად, არ ჩატარდება ისეთი კულტურული ღონისძიება, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტი არ იქნება ჩართული.

აქვე აღსანიშნავია, რომ UNESCO-მ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა და ამასთან დაკავშირებით გვექნება ძალიან ბევრი აქტივობა ჩვენი ავტორებისთვის, რათა მოვახდინოთ მათი ნაწარმოებების პოპულარიზაცია.

ასევე, თუ პანდემია მოგვცემს ამის საშუალებას, ბევრ ცნობილ ავტორს ჩამოვიყვანთ.

ზოგადად, გამომცემლებისთვისაც იქნება ბევრი აქტივობები. აქტიურად გავაგრძელებთ კულტურული პროექტების და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების მხარდაჭერას.”- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g