ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული.
ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 72-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს.