LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მთავარი სერიალი, რომელიც ეკრანებზე სექტემბერში გამოდის

567
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

მსოფლიოს წამყვანი სთრიმინგ-კომპანიები სექტემბრის თვეში დასაპრემიერებლ სერიალებს გვთავაზობენ. მათ შორის „ფორტუნამ“ 7 საუკეთესო გამოარჩია.

,,ყველა ქმნილება, დიდი და პატარა”

ამ სატელევიზიო პროექტამდე არსებობდა ფილმი, რომელიც ეკრანებზე 70-იან წლებში გამოვიდა და სადაც მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი ასრულებდა. სერიალი გადაღებულია ჯეიმს ჰარიოტის რომანის მიხედვით და ის ადამიანებისა და შინაური ცხოველების ურთიერთობაზე გვიყვება.

,,ახალგარზდა ვალანდერი”

ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალი დეტექტივ კურტ ვალანდერზე, რომელიც პოლიციის აკადემიის დამთავრებისთანავე სასტიკი მკვლელობების გამოძიებას იწყებს. სერიალი გადაღებულია შვედი მწერლის, ჰენინგ მენკელის რომანების მიხედვით და მასში მთავარ როლს შვედი მსახიობი ადამ პელსონი ასრულებს.

,,შორს”

კიდევ ერთი კოსმიური პროექტი, რომელიც „ნეტფლიქსმა“ გადაიღო. მთავარ როლს სერიალში ჰილარი სვონქი ასრულებს, მის გმირს სარისკო მისიის შესრულება მოუწევს.

,,მესამე დღეს?

მინი-სერიალში მოქმედება საიდუმლო კუნძულზე ვითარდება, სადაც მოულოდნელად ჯუდ ლოუს გმირიც აღმოჩნდება. სწორედ აქ იწყება შეხვედრები უცნაურ ადამიანებთან და იკვრება მოგონებები წარსულიდან. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები საკუთარი თავის საძიებლად  მიემგზავრებიან. ჯუდ ლოოს გარდა, სერიალში მთავარ როლს ნაომი ჰარისიც სრულებს.

 

,,მედდა რეტჩედი”

რაიან მერფის ახალი სერიალი, სადაც მთავარ როლს სარა პოლსონი ასრულებს. სერიალი ლეგენდარული მედდის, მილდრედ რეტჩედის ისტორიას გვიყვება. რატომ გახდა ის ასეთი სასტიკი და როგორ დაიწყო ისტორია ცნობილი რომანისა „ვიღაღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ამას მაყურებელია ახალი სერიალიდან გაიგებს.

,,უტოპია”

Amazon Prime-ის ახალი სერიალი, რომელიც გილიან ფლინმა გადაიღო. ეს უკანასკნელი ცნობილია ბოლო დროის გახმაურებული სერიალით „მჭრელი საგნები“. პროექტის ავტორი დევიდ ფინჩერია, რომელმაც სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, თუმცა, უსახსრობის გამო გააჩერა.

,,ამერიკული კრიმინალური ისტორია: იმპიჩმენტი”

ოჯეი სიმპსონისა და ვერსაჩეს ქეისების შემდეგ, რაიან მერფის ეკრანებზე ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალი გამოაქვს. სწორედ ამ თემას ეძღვნება ცნობილი სერიალის მესამე სეზონი. ბილ კლინტონის როლში მაყურებელი კლივ ოუვენს იხილავს. მონიკა ლევინსკის ბინი ფელდშტეინი განასახიერებს, ხოლო მის მეგობარ ლინდა ტრიპს, სარა პოლსონი.