7 სექტემბერს, ფოლკლორის  საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena -ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

 

07/ 09/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც  ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

მსგავსი თემები