LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის მონაზონი გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი – ისმის კივილი, როგორც ერთადერთი რეაქცია უმწეობისგან: ნათია ფანჯიკიძე

348
ნათია ფანჯიკიძე

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტს, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, „ისმის კივილი, როგორც ერთადერთი რეაქცია უმწეობისგან“.

„მართლა შეუძლებელია ასე. თავს გაყოფ კედლიდან და საშინელებას იგებ. ისევ მოვისროლე ნაგავში გასართობი პოსტი. 70 წლის მონაზონი ქალი გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი. გადაყვანილია საავადმყოფოში.

და რა თქმა უნდა, ისმის კივილი, როგორც ერთადერთი რეაქცია უმწეობისგან. ერთნაირად კივის ყველა კომპეტენციის და სოციალური მდგომარეობის ადამიანი. ერთადერთს ვნატრობ, როდესმე ემოციის შემდეგი ქმედების ეტაპზე გადასვლა გვეღირსოს“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები