LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

171
1550647013

72 წლის მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც სამედიცინო ცენტრში გუშინ მოათავსეს, მძიმედ აფასებენ ექიმები.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.

“მამაკაცის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მას აქვს ინსულტი და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 158 კოვიდინფიცირებულია, 17 იმყოფება რეანიმაციაში, მათგან 5-ის მდგომარეობა არის მძიმე”, – აცხადებს კლინიკის ექიმი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები