ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 43. ვირუსის ეპიცენტრის, ჩინეთის შემდეგ ეს ფატალური შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 10-ზე მეტ პროვინციაში კინოთეატრები და სხვა დაწესებულებები დაიხურა.
თეირანსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
ქვეყნის დედაქალაქში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი ყოველდღიურად დეზინფექცია უტარდება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ირანთან საზღვარი ჩაკეტეს ერაყმა, პაკისტანმა, სომხეთმა და თურქეთმა. საავტომობილო და ავიამიმოსვლა შეზღუდა ავღანეთმა.
ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2442-ს მიაღწია. ინფიცირებულია 77 ათასამდე მოქალაქე.
ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმია სამხრეთ კორეაში, სადაც ვირუსით 6 ადამიანი დაიღუპა.
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს
ფატალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა იტალიაშიც. ქვეყანაში ვირუსის სიმპტომებით სამი ადამიანი გარდაიცვალა.ევროკავშირის სახელმწიფოების ჯანდაცვის მინისტრები კორონავირუსის საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებენ.