LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

5932
korea

სამხთეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. მიზეზი კორონავირუსის სწრაფად გავრცელებაა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება.

ამ ეტაპზე, სამხრეთ კორეაში 600 დაინფიცირებული ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილია 5 ადამიანი.

სამხრეთ კორეას გარდა, იტალიამაც მიიღო რადიკალური ზომები. იტალიის ჩრდილოეთით, 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში 2 ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეწყდება ყოველწლიური ვენეციის კარნავალიც, რომელიც 8 თებერვალს დაიწყო.

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა: ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს

ბოლო მონაცემებით, ახალ კორონავირუსს  2 462 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 78 800-ს აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები