LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე – ჯანდაცვის მინისტრი

120
ზურაბ აზარაშვილი

2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება, მიმდინარე წელს კი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროგრამაზე 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

“80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მიმდინარე წელს მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმება 4 წლის განმავლობაში აღარ იგეგმება. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა.