LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

800 მილიონი დოლარის მძიმე ტექნიკა და შეიარაღება – ბაიდენის მორიგი დახმარების პაკეტი უკრაინას

78
Capture

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო და 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას უგზავნის.

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისათვის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით.

“ამ პაკეტში შედის მძიმე საარტილერიო იარაღი, ათობით საარტილერიო ქვემეხი და 144,000 საბრძოლო მასალა ამ ქვემეხებისთვის. იგი მოიცავს ასევე უფრო მეტ უპილოტო თვითმფრინავს,”- განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელიც კონგრესს მიმართავს უკრაინისათვის დახმარების გაფართოებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი “ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g