LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

757
song

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს.

1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ირმა სოხაძე, ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე და სხვები ასრულებდნენ, რომელიც იმ დროს ნამდვილ პატრიოტულ ჰიტად და თავისუფლების ჰიმნად იქცა.

სიმღერის გაჟღერება 9 აპრილს “დიდი საკონცერტო დარბაზიდან” საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის საშუალებით მოხდება.

სიმღერის განახლებული ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობას იღებენ: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურცკაია, ლადო ჯანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g