LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ზონას ესტუმრა

160
GE-108

ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნისას გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა მოინახულა. შტაინმაიერი  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ოძისს ესტუმრა. ქართულმა მხარემ გერმანიის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შტაინმაიერი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

 

სალომე ზურაბიშვილისა და შტაინმაიერის შეხვედრა დაიწყო (ფოტოები)

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს 6 ოქტომბერს ესტუმრა. ეს მისი პრეზიდენტად ყოფნისას განხორციელებული პირველი ვიზიტია. მანამდე ის თბილისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეწვია.

 

 

საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა: შტაინმაიერისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი ბრიფინგი

"ჩვენი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული" - ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი.

საქართველოში ვიზიტის დასასრულს შტაინმაიერი კახეთს ესტუმრება და მეღვინეებსა და ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია - შტაინმაიერი გიორგი გახარიას შეხვდა

საქართველოს პრემიერმა გერმანიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g