LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვითომ „შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება” და სუს-ია” – ელისაშვილი მშვილდაძეზე

315
BeFunky-collage - 2023-06-28T001251.378

პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ ვითომ „შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი „ოცნება” და სუს-ია.

„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ “შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია.

ჰოდა ოცნებაც და სუსიც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად”, – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიშა მშვილდაძეს დღეს თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g