LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო სტანდარტები დაინერგა

134
ipiccy-image

აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის მიმართულებით ბარმენები გადამზადდნენ. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ.

ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა დანერგვის მიზნით ჩატარდა. მას რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების 27 ბარმენი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები