აჩიკო მეფარიძე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემასთან საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში მამაკაცები უფრო მეტად უვლიან თავს, ვიდრე ქალები:
„გაცილებით მეტი მამაკაცი დადის კოსმეტოლოგიურ სალონებში და მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ვიდრე ქალი. ეს საქართველოში ხდება. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს არის სინამდვილე, სტატისტიკა თვითონ ამ კლინიკების. მე საკუთარ მაგალითზე გეუბნებით. ბევრი წელია, მივმართავ მეზოთერაპიას, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ორთვიან, სამ თვიან ღრმა და მსუყე პროცედურას. მერე კი შეიძლება თავად შეარჩიო საშუალებები. კორეულ კოსმეტიკას მოვიხმარ. ამ ბოლო პერიოდში ძალიან კარგია, რაც შეეხება დატენიანებას თუ ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს… პირდაპირი ეფექტი აქვს შრატს ან ჰიალურონის მჟავას. მე სცენაზე ვარ და მჭირდება სწრაფი მოქმედება…“
ვიდეო: აჩიკო მეფარიძე: „ათი დღე ვიყავი გატაცებული… დანა ჰქონდა და მომიქნია…“