LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამ კინზინგერი – ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, ეს სრულიად მცდარია

107
adam-kinzinger

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

კონგრესმენის თქმით, აშშ ცდილობს, რომ უკრაინაში ბრძოლა უკრაინისთვის დანაკარგების გარეშე დასრულდეს.

“რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლა დაასრულოს ისე, რომ უკრაინამ არც ერთი სანტიმეტრი დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია”, – წერს კონგრესმენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები