LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები – პაატა იმნაძე (ვიდეო)

2645
pjimage

“გადამდებია ადამიანი, როდესაც ხველება აქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, სანამ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, სხვა ადამიანს ვირუსს არ გადასცემს. იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის სიმპტომებიდან, ხველებით ყველაზე მაღალია რისკი სხვა ადამიანის დაინფიცირების.

“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. ყველაზე უფრო გადამდებია, როდესაც ხველა დაეწყება. მანამდე ადამიანი გადამდები არ არის. სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, უკვე გადამდები ხდება, მაგრამ ძალიან გადამდებია, როცა ხველება აქვს. მაგრამ თუ არანაირი სიმპტომი არ აქვს, ის გადამდები არ არის”, – განაცხადა იმნაძემ.

50 წლის მამაკაცი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა, ჯერ კიდევ ვირუსის მატარებელია

განმეორებითმა ტესტირებამ დაადგინა, რომ პაციენტს კვლავ კორონავირუსი აქვს.

პაატა იმნაძე ასევე აცხადებს, რომ დღეების გნმავლობაში შესაძლოა ადამიანს არავითარი სიმპტომი არ გამოუვლინდეს და ტესტმაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი გვაჩვენოს, თუმცა რეალურად უკვე დაინფიცირებული იყოს, უბრალოდ ინკუბაციურ პერიოდს გადიოდეს.

“ტესტი დადებითი ხდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც ვირუსი ორგანიზმში თავს გამოავლენს – დაიწყება კლინიკური ნიშნები. თუ მანამდე გავტესტავთ, იქნება უარყოფითი. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ის არ არის ინფიცირებული, ამ დროს, ის არის ინფიცირებული და არის ინკუბაციურ პერიოდში. ამან შეიძლება უფრო გაართულოს სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, ვისაც არ აქვს სიმპტომები და იქნებიან 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში, იქ არავითარი პრობლემა შემდეგ აღარ იქნება. ვისაც სიმპტომები გაუჩნდება, ის აუცილებლად უნდა გავტესტოთ”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი გრძელდება და თუ ვინმეს  ტემპერატურა, ხველება აქვს და არ უკავშირდება უშუალოდ დასენიანებულ ქვეყნებში ყოფნას ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ან თუ არ ჰქონდა დადასტურებული კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, ასეთ ადამიანებს, შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g