LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას – მეუფე შიო

248
5a4f8a59939f7a33d6b36a0c3ab69161

ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, “რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე”, ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას, -ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ვნებების საწყისი დემონური სამყაროა.

„ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი – “რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე”. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, „ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”. მეუფე შიოს თქმით, ჩვენს ეპოქაში ასეთ სასწაულებს ვერ ვახდენთ.

„ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები