LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ადრე ალაზანზეც ვიღაც გადაარჩინა…ვამაყობთ, რომ ასეთი შვილი გავზარდეთ” – დევი მეზურნიშვილის მშობლები

277
BeFunky-collage (60)

ვაკის პარკის უფროსმა მებაღემ დევი მეზურნიშვილმა თბილისში მომხდარი ტრაგედიის დღეს, როდესაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, 2 ბავშვის გადარჩენა შეძლო.

როგორც ცნობილია, დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკის შადრევანში ჩავიდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2 ბიჭი ამოიყვანა.

მებაღის მშობლები “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებენ, რომ შვილის საქციელი ეამაყებათ.

დევი მეზურნიშვილის დედის თქმით, მისმა შვილმა ადრე ალაზანზეც ვიღაც გადაარჩინა.

“წუხელ საღამოს ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ არ ვიცოდით, მსგავსი რამე არ უჩვენებიათ. დილით ჩემი შვილიშვილი ტელეფონით მაჩვენებდა, ნახე მამას სურათებია ყველგანო. არ გამიკვირდა, რადგან ვიცი როგორი ხასიათიც აქვს. ალაზანზე როდესაც დადიოდა, იქ იყო შემთხვევა, რომ ვიღაც გადაარჩინა დიდ წყალში შესვლით. მეამაყება ჩემი შვილის საქციელი “, – ამბობს დევი მეზურნიშვილის დედა “რუსთავი 2-თან”.

დევის მამა მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი შვილის გაზრდის გამო უდიდეს სიხარულს განიცდის.

“აბა რა მექნა, მამაო. ბავშვები იხრჩობოდნენო. არ გამომეყვანაო? მართალია მეც დენი მარტყამდაო, მაგრამ გავუმკლავდი და ორივე გამოვიყვანეო. ძალიან მეამაყება, რომ ესენი გადავარჩინეო. მესამეს ვეღარ მივუსწარიო. გამიხარდა რა, გამოვედი გარეთ, დავდექი და ღმერთს შევევედრე, ძალიან რომ გაუჭირდება, მაშინ დაეხმარე მეთქი ჩემს შვილებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შვილი გავზარდე”, – საუბრობს დევი მეზურნიშვილის მამა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები