LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ელგუჯა ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელმაც დევნილი პრეზიდენტი შეიფარა

195
elguja

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო.

დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

ელგუჯა ცომაიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური აფილაცია და დევნილი მესამე პრეზიდენტი შეიფარა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი პროკურატურა გამოიყურება როგორც ,,ხუნტის პროკურატურა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დასდევდა”.

,,ქართველმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ განმეორდეს ის უმძიმესი შეცდომები, რაც 90-იან წლებში დავუშვით. ელგუჯა ცომაიას მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდული, დანაშაულის დაფარვა არ გულისხმობს ძებნილი პირის საკუთარ სახლში შეფარებას.

ეს მუხლი არ არსებობს და დასჯადი არ არის. რაც შეეხება საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის საკითხს, პროკურატურის ფანტაზიას და აღვირახსნილი დევნის წარმოების პროცესს შესაძლოა დასასრული არც ჰქონდეს ღარიბაშვილის დაკვეთით”, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ფოტო მთავარ სლაიდზე: პირველი არხი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები