LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებლის გამზირზე იტალიურ ეზოში ხანძარია – არიან დაშავებულები

363
ხანძარი (1)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იტალიური ტიპის ეზოში სახლის მიშენებაში გაჩნდა. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 3 კვადრატული მეტრი ფართობის ჭერი დაიწვა.

უწყების ინფორმაციით, შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მსუბუქად არის დაშავებული და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები