LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, მათი განკითხვა, ეს კი კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს – ანდრია ჯაღმაიძე

170
1572247677-175088

” არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც დეკანოზი წერს, კორონავრუსისგან ხნის გზა ქრისტეს მიერ მონიჭებული სიყვარულის მიღებაა.

“აი ბატონო, კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ სასიკვდილო სივრცეში” – ლევან რატიანი

“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი. ექიმების განკითხვა კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოში ვირუსის სამკურნალო პროტოკოლის გამკრიტიკებლებს პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა არა ქილიკის, არამედ გადარჩენის დროა.

პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა