ახალციხის სამხარეო მუნიციპალიტეტის შენობის სახურავი იწვის. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის გადახურვას მოედო.
ცეცხლის ლოკალიზებას ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შენობა მთლიანად ევაკუირებულია და დაშავებულები არ არიან.
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე