სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ მოილაპარაკეს, რომ ოლიმპიადა ერთობლივად ჩაატარონ.

ორი ქვეყნის ლიდერმა ასეთი სურვილი ერთობლივ დოკუმენტში დააფიქსირეს.

საუბარია 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ამის შესახებ ნათქვამია სამხრეტ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩენ ინის დეკლარაციაში.

მიღწეულია შეთანხმება შევიტანოთ ერთობლივი განაცხადი 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებაზე – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე სამხრეთელთა სპორტის მინისტრმა, განაცხადა, რომ თუ ერთობლივ განაცხადს დააკმაყოფილებენ, შეჯიბრებები სეულსა და ფხენიანში ჩატარდება.

კორეის ლიდერებმა ასევე მოილაპარაკეს ერთიანი გუნდი გაუშვან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე.

მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, გასულ თებერვალს კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა, „რაც შეიძლება სწრაფად“ წვეოდა კსდრ-ს. ისტორიული შეხვედრა 27 აპრილს სასაზღვრო პუნქტ პხანმუნჯში შედგა. მაშინ კიმ ჩენ ინმა ნაბიჯი გადადგა სამხრეთელთა საზღვრისკენ და 1953 წლიდან გახდა ჩრდილოელთა პირველი ლიდერი, რომელმაც სამხრეთში ფეხი დაადგა. შემდეგ მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ხელი მოკიდა და ჩრდილოელთა მხარეს გადასვლა შეთავაზა. ასე რომ, სამხრეთ კორეის თავკაცმა ისტორიაში პირველად დაადგა ფეხი ჩრდილოეთ კორეაში.

წელს კორეელების ლიდერები უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

 

კორეა გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც კორეის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე მდებარეობს. იქ ერთი ერი ცხოვრობს, რომელიც ორ სახელმწიფოდაა გაყოფილი. დაშლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლიტიკურ (და არა კულტურულ) უთანხმოებაზე მოხდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05